სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-27 - ნოქალაქევის საზაფხულო სკოლამ სწავლების პროცესი დაასრულა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის შემსწავლელმა საზაფხულო სკოლამ მიმდინარე წელს ფუნქციონირება დაასრულა. პროექტის მონაწილე ქართველმა და ბრიტანელმა ახალგაზრდებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სწავლების პროცესის დასრულება პიკნიკითა და მხიარული კონცერტით აღნიშნეს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი დავით ლომიტაშვილი და ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ მურღულია ესწრებოდნენ. პროექტის ბოლო დღეს ქართველი და ბრიტანელი ახალგაზრდები ანაკლიის აკვაპარკს ეწვივნენ. ერთი თვის განმავლობაში, პროექტში ჩართულ სენაკის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები უტარებდნენ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში. ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების გარდა, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან აქტივობებში, გაცნობოდნენ არქეოლოგიის სპეციფიკას და თავადაც ჩართულიყვნენ გათხრების პროცესში. პროექტი, რიმელიც მომავალში გაგრძელდება ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სიღრმისეულ შესწავლას და სენაკელი და ბრიტანელი ახალგაზრდების ინტეგრირებას ისახავს მიზნად.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31