სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-26 - წარმატებული პრემიერა ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე

ფოთი მეოთხედ მასპინძლობს რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს, რომლის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი - ნინელი ჭანკვეტაძე, მხარდამჭერები - საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. ფესტივალში ქართული და უცხოური თეატრების დასები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. 25 ივლისს, ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრში, სენაკის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ნინო მირზაშვილის პიესის ,,მაცეკვე ტანგო’’ მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგა მაყურებელთა წინაშე. სპექტაკლს, სენაკელ გულშემატკივრებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეჟისორმა და მსახიობმა კახა გოგიძემ, კომედიური ჟანრის სპექტაკლში ,,მაცეკვე ტანგო’’ მსუბუქად და ამავდროულად სიღრმისეულად გადმოსცა რეალური ცხოვრება - მისი პოზიტიური და მანკიერი მხარეები. სენაკის დასის მსახიობებმა - თამარ აბშილავამ, ლადო კოკაიამ, თენგიზ თოფურიძემ, დამწყებმა მსახიობმა გიორგი ჭანტურიამ და დებიუტანტმა თამარ ხარჩილავამ კომედიური ჟანრისთვის დამახასიათებელი შტრიხებით გააცოცხლეს გმირები და მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. ,,სპექტაკლი გემოვნებიანი მხატვრული კულტურითა და შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვულოცავთ თეატრალებს და სენაკს წარმატებულ პრემიერას’’ - ასე შეაფასეს თეატრმცოდნეებმა სპექტაკლი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31