სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-23 - ა(ა)იპი-ების ხელმძღვანელები დღეს ექვსთვიანი ანგარიშით წარდგნენ

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, დღეს, მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში მოისმინეს. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სამსახურების უფროსები და მუნიციპალიტეტის ბაზაზე შექმნილი ცენტრების დირექტორები ესწრებოდნენ. ცენტრების ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს 6 თვის მანძილზე გაწეული მუშაობის, მომავალი საქმიანობის გეგმებისა და ხედვების შესახებ და უპასუხეს მერის შეკითხვებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ცენტრების საქმიანობის მთავარი მიზანი - მუნიციპალიტეტის, მისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ზრუნვა, მიიღწევა არსებული რესურსების გონივრული მობილიზებით, მუშაობის ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესებით, საქმისადმი პასუხისმგებლობით და ნოვატორული მიდგომებით.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31