სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-22 - წმინდა ხატების მობრძანებისადმი მიძღვნილი საღამო სენაკში

დღეს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების სენაკში მოაბრძანებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია ,,მშვიდობა თქვენდა’’, ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების და მოსწავლეების მონაწილეობით. საღამოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სასულიერო პირები და სენაკის საზოგადოება ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაიმართა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმობლის ხატის ისტორიისადმი მიძღვნილი ათონის მთაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის განმეორებით ნახვა შესაძლებელი იქნება ხუთშაბათს, 26 ივლისს 18 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში. ღონისძიების დასასრულს, საზოგადოებას განემარტა ქვეყნის მასშტაბით დიდი სიწმინდეების მოგზაურობის სულიერი და კულტურულ-საგანმანათლებლო მისია. ამ უმნიშვნელოვან პროექტს ერთობლივად ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება ,,ივერიისა’’, რომელიც, ამავე დროს, არის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სავანისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ორგანიზატორი. წმინდა ხატების მოლოცვითი მოგზაურობა საქართველოში საეკლესიო ავტოკეფაკლიის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებს და, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, ჩვენს ქვეყანაში სულიერი ცხოვრების აღორძინებას ეძღვნება. სენაკის საკათედრო ტაძრიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხატებს 28 ივლისს, წირვის შემდეგ, 13 საათზე გააცილებენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31