სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-21 - აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები სენაკშია

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის და კათოლიკოს - პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, დღეს, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს. წმინდა ხატების მოლოცვითი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით, 2017 და 2018 წლებში საქართველოში საეკლესიო ავტოკეფაკლიის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებს და, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, ჩვენს ქვეყანაში სულიერი ცხოვრების აღორძინებას ეძღვნება. წმინდა ხატებს მრევლი და სასულიერო პირები შეეგებნენ. მათი ტაძარში დაბრძანების შემდეგ, შესრულდა ღვთისმშობლის სავერდებელი პარაკლისი. ხატები საკათედრო ტაძარში ერთი კვირის მანძილზე იქნება დაბრძანებული. ამ პერიოდში აქ ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა და პარაკლისები, ხოლო სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ჩატარდება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. წმინდა ხატებს, სენაკის საკათედრო ტაძრიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 28 ივლისს, წირვის შემდეგ, 13 საათზე გააცილებენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31