სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-03 - მზადება სკოლებში აგრარული პროფილის პროგრამის განხორციელებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია მიქავა მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სენაკის საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტის სახით სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და სახელობო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა. პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდობაში სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, აგრარული მეურნეობის გამართვის პრაქტიკული მეთოდებისა და ცოდნის განვითარებით ფერმერებში ახალი ტექნოლოგიების და შესაბამისი უნარ-ჩვევების დანერგვა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო სკოლების დირექტორებმა თავიანთი ხედვები წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობასთან დაკავშირებით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც უპრეცენდენტო იქნება ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებები კოორდინირებულად, ერთობლივად გაუწევენ მხარდაჭერას აგრარული პროფილით პროფესიული კადრების მომზადებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი მიდგომების დანერგვაზე ორიენტირებულ უმნიშვნელოვანეს საქმეს.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31