სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-25 - საინფორმაციო შეხვედრა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, დღეს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ ჟაკ ივ დონტოტს და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გზებსა და გეგმებზე და ახლო მომავალში ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ განხორციელდა დევნილთათვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციის არაერთი პროექტი. მათ შორის: ჭყონდიდელის ქუჩაზე 35 ბინიანი, სანაიას ქუჩაზე 45 ბინიანი, რუსთაველის ქუჩაზე 6 ბინიანი, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე და სხვა საცხობრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია. ამავე ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ყოფილი სასტუმრო ,,ეგრისის’’ შენობა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31