სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-25 - აგროტური სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, მოეწყო აგროტური საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის ყველის საწარმოში ,,თელეთი სენე“’. აგროტური განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგიონში აგრარული სექტორის გასაცნობად ფერმერებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტების გაყვანას. ჯიღაურას ხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებსა და ფერმერებს, მეურნეობის ისტორია, ვაზისა და ხეხილის ჯიშები და იქ მიმდინარე კვლევითი სამუშაოები გააცნეს მევენახეობისა და მეღვინეობის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ და მეხილეობის სამსახურის სპეციალისტმა ლაშა ციგრიაშვილმა. სანერგეში, რომელიც 54 ჰექტარზეა განთავსებული, ქართული ვაზის 437 და უცხოური ვაზის 350 ჯიში, ასევე, 300 სახეობის ხეხილოვანი, მათ შორის კურკოვანი და კენკროვანი კულტურაა გაშენებული. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ყველის საწარმოში ,,თელეთი სენე’’ აგროტურის მონაწილეებს შეხვდა საწარმოს დამფუძნებელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც ქართული ტრადიციული ყველის ნაირსახეობების წარმოების აღდგენაზე, ყველის უძველესი ტრადიციების ტექნოლოგიების შემსწავლელი სკოლის დაფუძნებაზე ესაუბრა სტუმრებს. საწარმო, რომელიც სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ამზადებს ყველის ისეთ ნაირსახეობებს, როგორებიცაა: სულუგუნი, ხმელი სულუგუნი - ცვილში შენახული, ხმელი სულუგუნი- სანთელში შენახული, ხმელი სულუგუნი- ღვინოში შენახული, სულუგუნის ქისა - სვანური ტექნოლოგიით და ა. შ. აგროტურის ძირითადი მისია სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა, ერთობლივი სამომავლო პროექტების დასახვა და განხორციელებაა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31