სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-18 - დაიწყო „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებული დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ’’ ერთობლივი თანამშრომლობით, სენაკში დაიწყო „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება. პროგრამა მიზნად ისახავს დევნილთა და ადგილობრივი თემის მოწყვლადი წევრების ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისევე, როგორც მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, საპროექტო იდეების განაცხადების შევსება დღეს, სენაკში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მდებარე სათემო განათლების ცენტრში მიმდინარეობდა. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა პირველადი საპროექტო იდეის ფორმა ჩააბარეს ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ წარმომადგენელს. პროექტი სენაკში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის, ფოთის, წალენჯიხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მხარდაჭერილი იქნება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა, რათა გაიზარდოს მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. კონკურსის გზით შეირჩევა რეალური პროექტები, დაფინანსდებიან მცირე და მიკრო მეწარმეები, მოხდება მათთვის ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა და გადაცემა საწარმოების აღჭურვისა და გადაიარაღების მიზნით. გამარჯვებული დევნილი მეწარმეები მიიღებენ 5000-დან 10000 ლარამდე დაფინანსებას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31