სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-06 - საგაზაფხულო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ლელობურთში

დღეს, ქალაქ სენაკში, ,,ეგრისის’’ სათადარიგო სტადიონზე, სამეგრელოს ლელოს ფედერაციისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდებს შორის ლელობურთში საგაზაფხულო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ლელობურთში ჩემპიონატის დაფუძნების მიზანს ქართული ეროვნული სპორტის სახეობის აღორძინება და განვითარება წარმოადგენს. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია ესწრებოდნენ. ფინალურ თამაშში პირველი ადგილი სენაკის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე - მეორე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე - ლეძაძამეს საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად. გამარჯვებულები თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31