სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
24252627282930

2018-06-06 - პროფესიული კავშირის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მოისმინეს 2015-2018 წლებში ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვერა კალანდარიშვილი. კონფერენციაზე ასევე აირჩიეს სამანდატო კომისია, სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, პროფკომიტეტის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიების და პროფკავშირის მე-13 კონგრესის დელეგატების შემადგენლობა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31