სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
24252627282930

2018-06-01 - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეგრულ ოდაში, სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საზეიმო კონცერტი მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების პატარების მონაწილეობით მათ პედაგოგებთან ერთად. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთმანეთს ულამაზესად დადგმული ცეკვები და სიმღერები ენაცვლებოდა. კონცერტი მუნიციპალიტეტის მერიის და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31