სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-30 - დღეს, სენაკის სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

სენაკის სპორტის სასახლეში, დღეს, სენაკის საუკუნოვანი სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა. 1890 წლიდან დღემდე ქრონოლოგიურად დალაგებული ფოტოები, საარქივო მასალა, მოპოვებული ჯილდოები სენაკის მდიდარ და მრავალფეროვან სპორტულ ისტორიას აცოცხლებს. ფოტოგამოფენის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სასპორტო გაერთიანების ცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი სპორტსმენები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა ფულადი თანხით დააჯილდოვა წარმატებული სპორტსმენები - მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართლოს ოჩიგავა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გიორგი ჩხიკვაძე და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. მერმა, ასევე, სასპორტო გაერთიანების ფუტზალის გუნდის ,,ქუჯის’’ წევრებს საჩუქრად სასპორტო ეკიპირება გადასცა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31