სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-26 - მრავალფეროვანი ღონისძიებები და დღესასწაულის საზეიმო დახურვა

ჟიული შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა საზეიმო კონცერტი მრავალფეროვანი რეპერტუარით, მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ცენტრალურ პარკში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა კლასიკური მუსიკის გალა-კონცერტი ინდივიდუალური შემსრულებლების, სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლასთან არსებული გაერთიანებული გუნდის მონაწილეობით. სამხატვრო გალერეაში - პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის შემდეგ, მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამორჩეული ჩვენი ქვეყნის უპირველესი დღესასწაული სენაკში, ულამაზესი ფოიერვერკების ფონზე, საზეიმო განწყობილებით დასრულდა. ფინალურ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31