სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-26 - კინოთეატრ ,,რუსთაველში’’ ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ ჩვენება გაიმართა

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა კინოთეატრ ,,რუსთაველში’’ ფილმ ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საპრემიერო ჩვენება, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ბაღათურია, მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხატვრული ფილმი 1921-1945 წლებში, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის დასრულების შემდეგ, კინორეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ და სენაკის საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამ უნიკალური ფილმის ირგვლივ. ფილმის პრემიერა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 იანვარს გაიმართა. „ექვთიმე ღვთისკაცი" ქართული საზოგადოების შემოწირულობებით გადაიღეს. გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში და საფრანგეთში - პარიზსა და ლევილის მამულში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31