სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-26 - დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი სენაკში

ქალაქ სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები    ცენტრალურ მოედანზე  სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო.  აქვე მოეწყო ფოტოგამოფენა ,,დამოუკიდებლობის ქრონიკები 1918-1921’’  და სენაკელი ფოტოხელოვანის გიორგი ნიკოლავას ნამუშევრების გამოფენა  ,,საქართველო არის ესე’’.  სპეციალურად მომზადებულ ბანერზე  - ,,ჩემს სამშობლოს ვუსურვებ’’ -  მოქალაქეები აფიქსირებდნენ თავიანთ ხედვას  ქვეყნის მომავლის შესახებ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადი კალანდარიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს  და საზოგადოების  წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას და   გვირგვინით შეამკეს გმირის  ბიუსტი.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო ქორეოგრაფიული ანსამბლების, ადგილობრივი ახალგაზრდა სპორტსმენების, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის,  სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოების წარმომადგენლების საზეიმო აღლუმი, რომელსაც ბოლოს სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელები შეუერთდნენ.

ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში გამართულ ყვავილების დღესასწაულზე, დამთვალიერებელს  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით მოწყობილი  ყვავილების ულამაზესი სამყარო შეეგება. აქვე მიმდინარეობდა  აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში და კულინარიული გამოფენა.

პარალელურად, ამფითეატრის სცენაზე, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელებმა წარმოადგინეს  ფლეშმობი და პერფორმანსი ,,საქართველოს კუთხეები’’.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31