სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-06 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

გიორგობას გილოცავთ, ძვირფასო სენაკელებო!
დღეს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა გიორგი არის ბოროტების დათრგუნვის სიმბოლო და განსაკუთრებული მფარველი საქართველოსი. არ არსებობს მხარე, კუთხე, მთა ჩვენს ქვეყანაში, სადაც მისი სახელობის ტაძარი ან სალოცავი არ იყოს აღმართული.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ჩემს ქვეყანას, წმინდა გიორგის მეოხებით, გამარჯვებას, გაძლიერებას და გამთლიანებას ვუსურვებ. იბედნიერეთ, გამრავლდით და გაიხარეთ!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31