სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81214
21
242728
 

2018-04-29 - საგუნდო კოლექტივების IV ეროვნული კონკურსი

სულხან ცინცაძის სახელობის სენაკის  სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, 29 აპრილს, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა  და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის  მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნული კონკურსის ზონალური ტური.  კონკურსს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და სახელოვნებო ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე ესწრებოდნენ.

 კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დირიჟორობის მიმართულების პედაგოგი, მაგისტრატურის გუნდის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალების სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორული ანსამბლ ,,ბიჭების’’ ლოტბარი არჩილ უშვერიძე, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, თბილისის სამუსიკო სასწავლებლის - ,,ნიჭიერთა ათწლედის’’ გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი,  თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის  დირიჟორი შიო აბრახამია და მოწვევით, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი შედიოდნენ,  მოისმინეს სენაკის სამუსიკო სკოლის 3 გუნდის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა-გიმნაზიის, სენაკის მეორე საჯარო სკოლის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების  გუნდებისა და კოლექტივების შესრულებით ფოლკლორული, საეკლესიო და კლასიკური სიმღერები და გასცეს რეკომენდაციები.

 უკვე მეოთხე  წელია ტარდება ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების რეგიონალური ოლიმპიადა.  ეროვნული კონკურსის სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელის  თქმით, მიმდინარე წელსაც გამორჩეული  და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის მისაბაძია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერა და თანადგომა ქართული ფოლკლორისა და საგუნდო მუსიკის აღორძინებისა და განვითარების დიდი ეროვნული საქმისადმი. . ზონალურ ტურში გამარჯვებული გუნდები 12-13 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ფინალურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

 კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება’’, ევ. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31