სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81214
21
242728
 

2018-04-26 - ძველ სენაკში რვასაუკუნოვანი ჭადრის დღე აღინიშნა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეა’’-ს ინიციატივით, დღეს, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცნობილი რვაასწლოვანი ჭადრის დღე აღინიშნა. ღონისძიებას, რომელიც პროექტის - ,,ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის’’ ფარგლებში განხორციელდა, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ. ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სენაკის ცენტრში, ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების ეკოკლუბის წევრებმა მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს და შეჯიბრი გამართეს ჭადრაკსა და ფრენბურთში. აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის 26 აპრილს, რვასაუკუნოვანი ჭადრის დღის აღნიშვნა ძველ სენაკში ტრადიციად დამკვიდრდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31