სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81214
21
242728
 

2018-04-26 - შეხვედრა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის თანამშრომლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს. ცენტრი, რეორგანიზაციის პროცესში, ორი არასამეწარმეო იურიდიული პირის: კეთილმოწყობის, გამწვანების და მოვლა-პატრონობის ცენტრის და დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის გაერთიანების შედეგად შეიქმნა და მათი ფუნქციები შეითავსა. მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ცენტრის თითოეული წევრის პასუხისმგებლობას სენაკელების წინაშე ქალაქის, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამშვენების საქმეში. მან გუნდური, წარმატებული მუშაობა უსურვა ცენტრის თანაშრომლებს.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31