სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81214
21
242728
 

2018-04-15 - რეგიონალური ჩემპიონატის დასკვნითი ტური ჭადრაკში

14 აპრილს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, დასკვნითი ტურით დასრულდა 11 აპრილიდან მიმდინარე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 2018 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში 8-18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდებოდა. ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების 82 მონაწილიდან საპრიზო ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს. სენაკელი სპორტსმენებიდან 8 წლიანთა შორის პირველ ადგილზე გავიდა იოსებ შამათავა. 18 წლიანთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ლუკა ნაჭყებიამ. გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადასცათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციისა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31