სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-29 - სოციალური საწარმოების განვითარებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ ქეა საერთაშორისო კავკასიაში - CARE International in the Caucasus - ის პროექტის კოორდინატორი თეონა მაქაცარია მიიღო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ,არტ სამყაროსა’’ და სოციალურ საწარმო - ,,ჩვენი სივრცის’’ დამფუძნებლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 5 სოციალური საწარმო დააფინანსა, აქტიურად მუშაობს შშმ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტზე - შშმ პირები აქტიურად არიან დასაქმებულნი დაფინანსებულ საწარმოებში. შეხვედრისას ისაუბრეს სენაკში დაგეგმილ რეგიონალურ გამოფენაზე, სადაც ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში’’-ს მიერ დაფინანსებული საწარმოები მიიღებენ მონაწილეობას. მუნიციპალიტეტის მერმა მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება შესთავაზა ,,ქეა კავკასიაში’’-ს წარმომადგენელს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31