სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-10 - ხანძარი ლეძაძამეში

9 მარტს, ღამით, ლეძაძამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი მაცხოვრებლის ზაირა გოგიას საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმარმაციის მიღებისთანავე მობილიზებულ იქნა მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური. რელიეფის სირთულის გამო ვერ მოხერხდა ადგილზე ტექნიკის გამოყენება და მეხანძრეებმა მხოლოდ ფიზიკური რესურსების გამოყენებით შეძლეს აღმოეფხვრათ მიმდებარე საცხოვრებლებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე იმყოფებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია. მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, შეისწავლონ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, რომლის შემდეგაც დაზარალებულზე, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, კომპენსაცია გაიცემა. ხანძრის წარმოქმნის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31