სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-08 - გამოფენა ,,ქალი და გაზაფხული’’

ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს მიეძღვნა სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მოწყობილი გამოფენა ,,ქალი და გაზაფხული’’. გამოფენაზე, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი სენაკელი ქალბატონების შემოქმედება: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, აქსესუარები, გობელენი და სხვა ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებსაც ჰონდათ წარმოდგენილი თავიანთი შემოქმედება. მუნიციპალიტეტის მერმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალბატონებს მიულოცა გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაულები და წარმატებები უსურვა მათ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31