სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-07 - ,,ეგრისმა\'\' სეზონის პირველი მატჩი გამართა

დღეს, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ,,ეგრისი’’ საქართველოს 30-ე საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის B ჯგუფის პირველ ტურში, სტუმრად აბაშის ,,ზანას’’ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 2-2 დასრულდა. ,,ეგრისმა’’ სეზონისთვის მზადება იანვრიდან დაიწყო. გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა: შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი, სრულად განახლდა გუნდის შემადგენლობა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა აღნიშნა, გასული სეზონის შედეგები ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, რამაც განაპირობა გუნდში განხორციელებული სერიოზული ცვლილებები. მატჩს მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31