სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-01 - ნორჩ ფეხბურთელებს ახალი სპორტული ეკიპირება გადაეცათ

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და სამშობიარო სახლის ,,სენამედის’’ დირექტორმა გია თოლორდავამ სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის 10 წლამდელთა საფეხბურთო გუნდის - ,,ქუჯის’’ წევრებს ახალი სპორტული ეკიპირება გადასცეს. აღსანიშნავია, რომ სპორტული ფორმები შეძენილ იქნა კლინიკა ,,სენამედის’’ დირექტორის გია თოლორდავას დაფინანსებით. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ქველმოქმედს, ნორჩ სპორტსმენებსა და ,,ქუჯის’’ მწვრთნელს ლევან ლატარიას წარმატებები უსურვა და გუნდს წარმატებული ასპარეზობისთვის მხარდაჭერას და საუკეთესო პირობების შექმნას შეჰპირდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31