სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
678910
1113151617
1819202224
26 

2018-02-23 - დასუფთავების აქცია სენაკში

დღეს, სენაკში, რკინიგზის სადგურისა და სარკინიგზო ლიანდაგების გასწვრივ, მენჯის ყოფილ სანატორიუმში მდებარე სარკინიგზო ბაქნის და მენჯის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საქართველოს რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს სამეგრელოს რეგიონის უფროსი გოდერძი ოთხოზორია, რკინიგზის დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები. პოლიეთილენის პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სალიანდაგო ხაზის მიმდებარე უბნები. დასუფთავების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31