სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
21242527
293031 

2018-01-23 - შეხვედრა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში

პროგრამის - ,,ტუპერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’  ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს, შპს-ებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  წარმომადგენლებს შეხვდნენ პროექტის ხელმძღვანელები: ბექა იოსელიანი და უკა კილაძე. პროექტის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერითა და ჩართულობით, ტუპერკულოზის, შიდსის,  C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაავადებით ინფიცირებულ პირთა გამოვლენას და მკურნალობას. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ტუპერკულოზის და შიდსის დიაგნოსტირებით და მკურნალობით, თუმცა, პაციენტების აქტიური გამოვლენა და მკურნალობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სამივე დაავადების შემთხვევაში. პროგრამის წარმატებით განხორციელება ჩვენს რეგიონში შექმნის მოდელს სხვა რეგიონებისთვის აღნიშნული  პრობლემის დასაძლევად.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31