სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
21242527
293031 

2018-01-18 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაცია

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შუა ხორშის ცენტრალურ გზაზე, 2017 წლის 11-12 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში:

➤დაზიანებულ გზის მონაკვეთზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი (100 გრძივი მეტრი) ცხაურებითა და ლითონის ზღუდარებით;

➤ დასრულდა გზის ჩამკეტი დამცავი ზოლის მოწყობა;

➤28 გრძივ მეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, ხოლო 130 გრძივ მეტრზე სანიაღვრე არხი;

➤სამუშაოების ღირებულებამ, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, შეადგინა 69 640 ლარი;

➤დასაქმდა 25 ადამიანი;

განხორციელებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

.

 

 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31