სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
21242527
293031 

2018-01-15 - ნ.კანკიას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სენაკში, კანკიას ქუჩის მეორე ჩიხში, 2017 წლის 11-12 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში,  დაზიანებული გზის მონაკვეთზე მოეწყო გაბიონის ჯებირი, აღდგენილ იქნა ხიდ-ბოგირი რკინა-ბეტონის სათავისით.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად შემცირდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვისა და გზის ჩამოშლის საშიშროება. 

სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, შეადგენს 17 103,44 ლარს. დასაქმებული იყო 22 ადგილობრივი მოსახლე.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31