სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
21242527
293031 

2018-01-09 - სპექტაკლი მართლადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში

ქრისტეშობის დღესასწაულს მიეძღვნა დღეს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში წარმოდგენილი სპექტაკლი ,,იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი’’, რომელიც ანზორ სალუქვაძის ზღაპრის ,,შეთე და ცისყამარის’’ მიხედვით დაიდგა. სკოლა-გიმნაზიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს, სტუმრებს და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა მათ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31