სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
2124252627
28293031 

2018-01-07 - ალილო სენაკში

დღეს, სენაკში გაიმართა საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირები, მრევლი, საჯარო სამსახურებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მსვლელობას ქუჩებში მოსახლეობა უერთდებოდა. შობის მახარებლებმა მსვლელობა წმინდა გიორგიის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, ისინი გალობით ულოცავდნენ ყველას ქრისტეშობის დღესასწაულს. თანაქალაქელებს შობის დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს. მეალილოეებმა მსვლელობისას შემოწირული ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31