სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
39
10111416
17192223
24
 

2017-12-31 - შეხვედრა სენაკზე მზრუნველ მუშაკებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია შეხვდნენ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის, ასევე, დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრების წარმომადგენლებს. მერმა სენაკზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა მათ და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. - სენაკისთვის მზრუნველ ჩვენს მუშაკებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღისით და ღამით, ყოველგვარ პირობებში, ფიზიკური შრომით ჩვენი მოქალაქეებისთვის ქმნით ცხოვრების ნორმალურ პირობებს, ყველაზე საჭირო ადამიანებს სენაკისთვის, განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაულები და თითოეული სენაკელის სახელით მადლობა გადაგიხადოთ გაწეული უმნიშვნელოვანესი სამსახურისთვის - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა მათთან შეხვედრისას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31