სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-31 - ტრენინგი მედიცინის მუშაკებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,გრიპის ეპიდზედამხედველობა და კონტროლი’’ და ,,წითელას, წითურასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ეპიდზედამხედველობა და ეპიდაფეთქებათა კონტროლი’’. ეპიდზედამხედველობის პროგრამის განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდმდგომარეობის შენარჩუნების თვალსაზრისით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე პროგრამული ღონისძიებები ფოკუსირებულია გადამდებ დაავადებათა დროულად გამოვლენის, პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესებაზე. სემინარს ოჯახის ექიმები, გინეკოლოგები, პედიატრები და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31