სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-31 - სენაკში ახლადრეაბულიტირებული სამხატვრო გალერეა გაიხსნა

სენაკის ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო გალერეა საზეიმოდ გაიხნა. გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია. კულტურის უმნიშვნელოვანესი კერის აღორძინება გალერეის ფონდში დაცული ხელოვნების ნიმუშების გამოფენით აღინიშნა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობის შიდა ინტერიერი, განახლდა ფასადი, სრულად რეაბილიტირდა შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეები და სადემონსტრაციო დარბაზები. შეიცვალა ელგაყვანილობის და წყალმომარაგების ქსელები, იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები. სამუშაოების ღირებულებამ, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა, შეადგინა 126 080 ლარს.

1979 წელს აგებული გალერეის შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. გალერეის ფონდში 300-ზე მეტი ფერწერა, ქანდაკება და გრაფიკაა დაცული, მათ შორის აღსანიშნავია: ლ. გუდიაშვილის, ა. ვარაზის, გ. თოიძის, ვ. დუგლაძის, ფ. ლაპიაშვილის, გ.ა ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრები.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31