სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-28 - შშმ პირებს სენაკში გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" წევრებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 24 პირს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.

გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, შშმ პირთასაჭიროებების სპეციალური მოკვლევის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტი, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური ზომებისა და მონაცემების აღწერით, გადაეგზავნა საერთაშორისო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", რომლის მხარდაჭერითაც გახდა შესაძლებელი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების პირებზე ეტლების გაცემა. ეტლები გადაეცათ როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს. 

ორგანიზაცია წლებია მუნციპალიტეტებთან თანამშრომლობს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ცდილობს იმ შშმ პირების პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ. ყველგანმავალი საინვალიდო ეტლის ინოვაციური დიზაინი იძლევა ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას, რაც გააუმჯობესებს შშმ პირების ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31