სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-23 - გამგებლის მილოცვა

მინდა მივულოცო მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერსა და საკრებულოს წევრებს ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება.
როგორც სენაკელმა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სენაკელებს იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც არჩევნებზე ,,ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო. 2012 წლიდან დღემდე, სწორედ თქვენი მხარდაჭერითა და ჩართულობით, გახდა შესაძლებელი მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტის განხორციელება.
მჯერა, რომ მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, გაგრძელდება მიმდინარე და განხორციელდება სხვა არაერთი ახალი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი პროექტი. ერთობის ეს პრინციპი იქნება მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარების გარანტი.

გოჩა დგებუაძე
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31