სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-18 - ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში

სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა ემილ ყურაშვილის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში. ტურნირი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკვე მე-10 წელია ტარდება. ფინალურ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლიბერთი ბანკის მოყვარულთა გუნდები. ანგარიშით 2:1 გამარჯვება მოიპოვა ლიბერთი ბანკის გუნდმა. 

თამაშის ბოლოს გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც გახდა არმაზ ასათიანი, ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდება მიენიჭა ელიზბარ ცხადაიას, საუკეთესო ფეხბურთელის - რომან ფაჩუაშვილს. ფეხბურთელებს გარდამავალი თასი, შესაბამისი ხარისხის სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცა გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31