სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-17 - სენაკში ვეტერანთა დღე აღინიშნა

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, სენაკის ცენტრალურ პარკში გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება, რომელსაც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გამომსვლელებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და, მათ შორის, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს, რომელთაც დღეს, თბილისში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან ერთად.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31