სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22232425262728
293031 

2017-10-11 - ,,ცოცხალი წიგნები’’ სენაკში

სენაკის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ერთობლივ საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტ ,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ პოეტებთან და პროზაიკოსებთან. საკუთარი შემოქმედება მსმენელებს წარუდგინეს ელა გოჩიაშვილმა, ბელა ჩეკურიშვილმა, ბესო სოლომონაშვილმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ირმა ლაცაბიძემ, შაკო ბაკურაძემ და ნინია სადღობელაშვილმა. საღამოზე, რომელიც მიჰყავდა გამგეობის განათლების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს, პოეტ ვასილ ბესელიას, სენაკის სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკური ნაწარმოებები.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakis-gamgeoba@posta.ge
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31