სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-09 - ახალი საბავშვო ბაღი ზემო ჭალადიდში

ახალი საბავშვო ბაღის შენობა დღეს ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულშიც გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების 30 აღსაზრდელზე გათვლილ სააღმზრდელო დაწესებულების შენობის გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის პირველი მოადგილე თენგიზ ლომია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. კეთილმოწყობილი სასადილო და საძინებელი ოთახებით, სამზარეულოთი და სველი წერტილებით, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და სააღმზრდელო პროცესისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. ახალი საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მშენსერვის 7''-მა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. წლის ბოლოსთვის სააღმზრდელო პროცესი დაიწყება კიდევ ერთ - ფოთის ქუჩაზე მდებარე II საბავშვო ბაღის ახალი შენობაში. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31