სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-06 - ,,ეტალონის’’ გამარჯვებულები გამგებლის სტიპენდიანტები გახდნენ

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ სენაკის რესურსცენტრის უფროსს დარეჯან ზარანდიას, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის’’ რაიონულ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს. გამგებელმა გამარჯვება მიულოცა მოსწავლეებს, შემდგომი წარმატებები უსურვა მათ და გამგებლის სტიპენდიით დააჯილდოვა. პირველი ადგილის მფლობელს - კერძო სკოლა ,,მარიოტას’’ X კლასის მოსწავლეს ალექსი შურღაიას გადაეცა ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულ პირველი საჯარო სკოლის IX მოსწავლეს მათე საჯაიას - 200 ლარი, ხოლო მე-3 ადგილზე გასულ მე-7 საჯარო სკოლის X კლასელ ნინო გვასალიას - 100 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში, ,,ეტალონის’’ ფინალურ ტურში, რომელიც ბათუმში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს რაიონულ შეჯიბრში პირველ ადგილზე გასული ალექსი შურღაია.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31