სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-06 - წმ. ალექსის (შუშანია) შობის დღესასწაული სენაკში

დღეს, ღირსი მამის - ალექი ბერის (შუშანია) დაბადებიდან 165-ე წლისთავთან დაკავშირებით, წმინდანის მიერ აგებულ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). თანამწირველი იყო მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი(ქიტიაშვილი). წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე და გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია. განუზომელია ღირსი მამის მოღვაწეობის მნიშვნელობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის უმძიმეს პერიოდში მან სენაკში შექმნა მონასტრული ცხოვრების უძლიერესი კერა, რომელიც კომუნისტური დევნილობის პერიოდშიც არ ჩამქრალა და ჩვენამდე მტკიცედ მოიტანა სულიერი ღვაწლის ტრადიციები. წმ ალექსი იყო ბერი მწიგნობარი, განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა. 1903 წელს ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში შეხვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდი პატივისცემით მოსილი ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია, არ მოხდებაო. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31