სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-05 - მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. კონცერტს, რომელიც განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვასილ ბესელიამ გახსნა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა, საესტრადო და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. ღონისძიებაზე მიმოიხილეს ღვაწლმოსილი მასწავლებლების: რაჟდენ კირთაძის, მიმოზა გვარამიას, ემა ბოჯგუასა და ნიკოლოზ არზიანის მოღვაწეობის გზა. მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31