სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22242526
2930 

2017-10-05 - მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, სენაკის სანაგმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, უმაღლესი სასწავლებლებისა და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მასპინძელი უნივერსიტეტისგან - ინოვაციური სათბურების პრეზენტაცია, ვიზუალურ-სანახაობითი ღონისძიებები, საჯარო ლექცია ,,კოლხური ფუტკრის შენარჩუნების ღონისძიებები’’; L.E. ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა მარტივი რობოტიკა, ტექნოლოგია და ფიზიკა, რთული რობოტიკა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ - ხელნაწერი წიგნის შექმნისა და მოვლის ვორქშოპი და კომპიუტერული შემეცნებითი პროგრამა ანიმაციის ელემენტებით; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფოტო-გამოფენა მიმართულებების მიხედვით და მათ მიერ შექმნილი პროექტების მაკეტები; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მაკრამეების გამოფენა, მაკრამეს ქსოვის დემონსტრირება, ფლორისტული დიზაინის კომპოზიციების შექმნა და აგრონედლეულის კვების პროდუქტებისა და სასმელის დეგუსტაცია. აქვე გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდის ,,სმართ ქიდსის’’ მიერ შექმნილი პროექტის - ,,გეოლოგიური საფრთხეების’’ პრეზენტაცია . აღსანიშნავია, რომ ფესტივალში აქტიურად მონაწილეობდნენ სენაკის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31