სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
1011121316
171820212223
252630

2017-09-29 - ,,ეტალონი’’ სენაკში

დღეს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის” დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული 74 მოსწავლიდან ,,სენაკის ეტალონ მოსწავლე’’ გამოვლინდა. კონკურსი მედიაპროექტ ,ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს - გოჩა ტყეშელაშვილს მიჰყავდა. შესარჩევ ტურში საუკეთესო შედეგი კერძო სკოლა ,,მარიოტას’’ X კლასის მოსწავლემ - ალექსი შურღაიამ აჩვენა. მეორე ადგილი წილად ხვდა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს - მათე საჯაიას, მესამე ადგილის მფლობელი გახდა მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გვასალია. შემეცნებით-ინტელექტუალურ შეჯიბრს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსის მსვლელობა მხატვრული კითხვის ნომრებით იყო გაფორმებული. კონკურსის დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო პროექტის მნიშვნელობაზე. გამგებელმა გამარჯვებულ მოწაფეს ფინალურ შეჯიბრში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ გამგებლის სტიპენდია გადაეცემა პროექტის სამივე გამარჯვებულს. ,,ეტალონს’’ ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakis-gamgeoba@posta.ge
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31