სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
1011121316
171820212223
252630

2017-09-27 - დღეს სენაკში პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპულ გმირებს

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით, სენაკში პატივი მიაგეს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში მოეწყო ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავამ, გამგებლის მოადგილეებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა საზოგადოებამ ყვავილებით შეამკეს დღევანდელ დღეს გმირულად აღსრულებული საქართველოს ეროვნული გმირის, ჩვენი თანაქალაქელის, ჟიული შარტავას ბიუსტი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სკვერში ყვავილებით შეიმკო ასევე, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები. წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სანაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31