სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
1011121316
171820212223
252630

2017-09-24 - ეგრისობა 2017

დღეს, სენაკში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ქუჯის ისტორიულ ციხე-ქალაქში, გაიმართა ეგრისობის სახალხო დღესასწაული, რომელიც ოთხი წლის წინ, 26 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა და ყოველწლიურად ვითარდება. სპეციალურად გამართულ სცენაზე, დღესასწაული, რომელიც პოპულარულ ქართველ მსახიობს ლევან ხურციას მიჰყავდა, ლიტერატურულ-მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციით დაიწყო, რის შემდეგაც, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ საზოგადოებას ტრადიციულად წარუდგინა სენაკის საპატიო მოქალაქეები და სენაკზე მზრუნველის ტიტულის მფლობელები. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსისა და სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაციის ინიციატორს - ნიკოლოზ ანთიძეს, ღირსეულ სენაკელებს: ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს, ანზორ ცაგურიას, თამაზ საჯაიას და ლერი კართხიას. სენაკზე მზრუნველის ტიტული მიენიჭათ: დემურ ფაცურიას, ლეილა ჭანტურიას, ხანა მაზრაშვილსა და ლონდიკო ფირცხალავას. ღონისძიება გაგრძელდა კონცერტით ,,ქართული ხმებისა’’ და ადგილობრივი საესტრადო და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. საგანგებოდ მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივ შემოქმედთა ნახატების გამოფენა, მეგრული კერძები და სამზარეულო, ორგანიზაციების, ფიზიკური პირების, მეწარმეების მიერ მოწყობილი საკუთარი ნაწარმის გამოფენა. აქვე გაიმართა ყველისა და ღვინის ფესტივალი.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31