სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
1011121316
171820212223
252630

2017-09-15 - ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ, ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო!

ძლიერი, განვითარებული ქვეყნის უმთავრესი პირობა წიგნიერი და ენთუზიაზმით აღსავსე თაობაა. ამიტომ, განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი სტანდარტების დანერგვა სახელმწიფოსთვის არის და იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ამ კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე ხორციელდება. სენაკი ტრადიციულად, გამორჩეულია პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრებითა და ინტელექტუალური თაობებით, რაც გრძელდება და ვითარდება.

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო სასწავლო წლის დაწყება ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველად ეზიარებიან ცოდნის ახალ, ჯერაც შეუცნობელ სამყაროს და პირველკურსელებს, რომლებსაც, სულ რამდენიმე დღეში ახალი, ულამაზესი პერიოდი - სტუდენტობის ხანა დაეწყებათ.

ბედნიერ, წარმატებულ, გამარჯვებებით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

გოჩა დგებუაძე
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31