სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
25262728293031

2019-08-23 - რეაბილიტაციის პროცესი საჯარო სკოლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ქალაქის მე-7, მე-3 საჯარო სკოლის პირველი და მეორე კორპუსების, გეჯეთის, ლეძაძამეს, თეკლათის, მენჯის, ეკის, ნოსირის საჯარო სკოლის პირველი და მეორე კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს, სახურავების რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, სასწავლო დაწესებულებების წყალმომარაგებითა და გათბობის სისტემით უზრუნველყოფას მოიცავს.

მომავალი თაობების განათლების მისაღებად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

#განახლებულიინფრასტრუქტურა #ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის #განათლებულიმომავალიხვალინდელიდღეა                                                     
 #სენაკი2019

Facebook

2019-08-23 - სოფლად სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ეკის, ზანის, ნოსირის, ზემო ფოცხოს საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
 
,,ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულების შესაბამისად, სოფლად მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 151 383 ლარს შეადგენს.
 
 სამუშაოებს შპს ,,დაგი’’ ახორციელებს.
 
ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

Facebook

2019-08-22 - ,,ეგრისელთა" წარმატებული მატჩი ,,სპაერთან"

დღეს, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს სენაკის ,,ეგრისი’’ და თბილისის ,,სპაერი’’ დაუპირისპირდნენ.

მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სენაკის ,,ეგრისის’’ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა.
 

2019-08-21 - მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობა, შესწავლა და გადაჭრის გზების მოძიება გრძელდება.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში - ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეხვედრისას, დეტალურად იქნა განხილული მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, რომელთა დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა. მოსახლეობას ასევე მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე.

პრიორიტეტებად გამოიკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, ამბულატორიების, სკოლების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნების მოწყობის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები.

ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრის დროს, სხვა პრობლემატიკასთან ერთად, გამოიკვეთა ხე-ტყის დამზადებისა და ბორნის რეაბილიტაციის საკითხი. ამ კუთხით შექმნილ მდგომარეობას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზევე გაეცნენ.

დისკუსია მოსახლეობასთან, რომლის მიზანია საჭირბოროტო პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლებისა და რიგითი მოქალაქეების უშუალო კომუნიკაცია, ქალაქს და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

 



#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ჩვენვზრუნავთუკეთესიმომავლისთვის

Facebook

2019-08-20 - შეხვედრა ცნობილ არქიტექტორთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ცნობილ არქიტექტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს ვახტანგ დავითაიას შეხვდნენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქალაქ სენაკის ცენტრალურ სკვერში მდებარე, მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილის ,,ხსოვნის მემორიალს“, რომლის არქიტექტურა ვ.დავითაიას, შ. ბოსტანაშვილს, გ.გეგელიას ეკუთვნის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მთლიანობის და კანონზომიერების სიმბოლო, გახლეჩილი კუბი, რომლის ჭრილში შესული ადამიანი ომის საშინელებით გაწამებულთა ტრაგიკულ გარემოში აღმოჩნდება, 35 წლის წინ, 1984 წლის 9 მაისს, სამამულო ომში დაღუპული სენაკელების ხსოვნის უკვდავსაყოფად გაიხსნა.

შეხვედრაზე, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მწერალი ბორის დავითაია, არქიტექტორი ჯემალ გიგიბერია ესწრებოდნენ, საუბარი ,,ხსოვნის მემორიალის“ რესტავრაციას, მომავალი თაობებისთვის ძეგლის მნიშვნელობის გაცნობას და ძეგლის ბარილიეფის დამზადებას შეეხო.

Facebook

2019-08-16 - შეხვედრა სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

დევნილ მოსახლეობასთან უშუალო დიალოგში გამოიკვეთა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, დასაქმების და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებს ეხებოდა.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო ინტეგრაციას, მათი დასაქმების, სხვადასხვა პროექტებში ჩართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, მოსახლეობასთან დისკუსიისას, ხაზი გაუსვა დევნილ მობინადრეთა ამხანაგობების შექმნის მნიშვნელობას, რაც პრობლემური საკითხების გამოკვეთასა და ეფექტურ გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, კომპაქტურ ჩასახლებებში თანმიმდევრულად მოგვარდება გაზიფიცირების, სანიაღვრე არხების მოწყობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგების, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პრობლემები. ახლო მომავალში, კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე, ასევე განხორციელდება სპორტული მოედნის მოწყობა.

ხელისუფალთა შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან, რომელიც საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად, პერიოდულად გაგრძელდება.

Facebook

2019-08-15 - შეხვედრები მოსახლეობასთან

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია,  მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ძველ სენაკში, ნოქალაქევსა და გეჯეთში - ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრები, რომლის მიზანია საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად ხელისუფლებისა და მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასევე, აქცენტები თხილის დაცვისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების აუცილებლობაზე გააკეთა.

თენგიზ კალანდაძემ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტების შედეგებს და მნიშვნელობას.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სრული  გაზიფიცირების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი. ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების წინაშე დგას.

შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების, ამბულატორიების, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები.

მსგავსი დისკუსია  მოსახლეობასთან პერმანენტულად გაგრძელდება.
#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ჩვენვზრუნავთუკეთესიმომავლისთვის

Facebook

2019-08-15 - პრემიერა სპექტაკლისა ,,ძალად ექიმი’’

დღეს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის ,,ძალად ექიმის’’ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

მოლიერის უკვდავი კომედიის თანამედროვე რეალობასთან შერწყმული ვერსიის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი პეტრე ჩარგეიშვილია. მარადიულ ტიპებად ქცეულ პერსონაჟებს ადგილობრივი დასის მსახიობები ორიგინალურად და შთამბეჭდავად ანსახიერებენ.

საგულისხმოა, რომ დღევანდელ პრემიერას სიმბოლური დატვირთვა აქვს - 1881 წლის თებერვალში, დაბა ახალსენაკში, თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიერ წარმოდგენილ იქნა მოლიერის ,,ძალად ექიმი’’.

138 წლის წინ, ადგილობრივი ძალებით გამართული სწორედ ეს წარმოდგენა შეიქმნა სენაკის მდიდარი თეატრალური ტრადიციების ათვლის წერტილი.

სპექტაკლს, რომლის დადგმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, თვითმმართელობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

2019-08-12 - სენაკს ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი შეემატება

ქალაქ სენაკში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, მისი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

საქართველოს მასშტაბით რიგით მესამე საკალათბურთო მოედნის მოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იმ ტერიტორიაზე მოეწერა, სადაც დაგეგმილია მისი მშენებლობა.

აქვე, კაფსულის ჩაშვების სიმბოლური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრები - სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და კომპანია ,,გალფის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,საკალათბურთო მოედანი, რომელიც მესამე იქნება ჩემი და გალფის თანამშრომლობის განმავლობაში, გაიხსნება სენაკში, ქალაქში, რომელთანაც ძალიან ბევრი ბავშვობის მოგონება მაკავშირებს და ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის’’ - ასე გამოხატა ჩვენმა საამაყო თანაქალაქელმა, განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება მშობლიური სენაკის მიმართ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება სენაკში სპორტის ამ სახეობის განვითარების თვალსაზრისით.

Facebook

2019-08-12 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მილოცვა

სენაკის სასპორტო გაერთიანების მოკრივეს ლუკა წულეისკირს, დიდი სიხარულითა და სიამაყით ვულოცავ მოსწავლეთა შორის კრივის ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

ლუკას მიერ ფინალურ ორთაბრძოლაში, ინგლისელ ჯორჯ დენაოსთან ასპარეზობისას მოპოვებული გამარჯვება, არა მხოლოდ სენაკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

ნიჭიერებით გამორჩეულ სენაკელ სპორტსმენს შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-08-12 - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე სენაკში

დღეს, სენაკში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, დილიდან სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაიწყო.
 
მასშტაბური, სახალისო და გასართობი აქციის - COLORFEST -ის დღესასწაულზე, რომელიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.
 
ყველაზე ფერადოვან აქციას, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ივენთს დიჯეი გიორგი თოდაძე უძღვებოდა.
 
მხიარულებამ ღია ცის ქვეშ, ხალისიანმა ფერებმა, ენერგიულმა მუსიკამ ეს ულამაზესი დღესასწაული დაუვიწყარ სანახაობად აქცია.
 
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
 
#YouthDayInSenaki
#FestivalOfColours
#ფერებისფესტივალისენაკში
#SenakiColourFest2019
 

2019-08-09 - ასოციაცია ,,ჰანგის" პროექტის პრეზენტაცია სენაკში

დღეს, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგმა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი ,,ჩართულობითი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პროგრამის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის“ ფარგლებში, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

შეხვედრას, რომელიც შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში შედგა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია, საკრებულოს წევრები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, შესაბამისი სამსახურებისა და შშმ პირებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ასოციაციის მენეჯერმა ანჟელა ხუხუამ 1999 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები მიმოიხილა.
 
პრეზენტატორმა რუსლან საჯაიამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე, ხაზი გაუსვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
განმახორცილებელი პარტნიორებია - World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა სამუშაო შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.
 
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის, ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რაც, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე, ძლიერ სამოქალაქო სექტორს მოიცავს.
 
 
 
 

2019-08-09 - ლევან თეფანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად...

მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, 27 წლის სენაკელი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.
 
გმირის გოგონამ, 10 თვის ნინიმ, მამის დაღუპვის დღეს, პირველად წარმოსთქვა „მამა“ და ატირდა...
 
ლევანი 9 აგვისტოს, დილით, მეუღლეს - ნატა ყალიჩავას ესაუბრა. ამშვიდებდა, რომ მალე დაბრუნებას შეძლებდა...
 
ბოლო სატელეფონო საუბრიდან მალევე ლევანის ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა...
 
ნატა 21 წლის ასაკში დაქვრივდა, ნინი - მხოლოდ 10 თვის იყო.
 
წყვილმა ერთად წელიწადი და 8 თვე იცხოვრა...
 
ლევანის დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნატამ შეიტყო, რომ მეორე შვილი ეყოლებოდა...
 
მარიამი რვა თვის შემდეგ დაიბადა...
 
დღეს, გმირის სახელობის ქუჩაზე, თეფანიების ოჯახი, ლევანი სურვილისამებრ, ერთად ცხოვრობს, სადაც ბიძის მოსახელე პატარა ლევან თეფანიაც იზრდება...
 
დღეს, ლევან თეფანიას დაღუპვიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკელი ჯარისკაცის ხსოვნას.
 
 
#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს
 

2019-08-09 - ფერების ფესტივალი სენაკში

#FestivalOfColours
#ფერებისფესტივალისენაკში
#SenakiColourFest2019
#YouthDayInSenaki

Facebook

2019-08-08 - აგვისტოს ტრაგიკული დღეების გახსენება სენაკში

საქართველოს უახლესი ისტორიის, აგვისტოს ტრაგიკული დღეებიდან 11 წელი გავიდა.

დღეს დილიდან, ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ომში გმირულად დაღუპული სენაკელი გმირებისა და 8 აგვისტოს ტრაგედიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების წევრები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, თვითმმართველობის, მერიას დაქვემდებარებული ცენტრებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას.

ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

აგვისტოს ხუთდღიანი ომის სისასტიკე, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია.

რუსეთ-საქართველოს ომმა 408 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა.

აგვისტოს ავბედით დღეებში სენაკმა ორი მებრძოლი - თემურ ბოკუჩავა, ლევან თეფანია და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები - დაკარგა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

#11წელიაგვისტოსომიდან
#ჩვენგვახსოვს8აგვისტო
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს

Facebook

2019-08-08 - 🌺 გმირი, რომლის მაგალითზე თაობები აღიზრდებიან...

8 აგვისტოს 25 წლის კაპრალი თემურ ბოკუჩავა, ცხინვალის მისადგომებთან, გმირულად დაეცა.

დღეს, აგვიტოს ომიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის თემურ ბოკუჩავას საფლავი.

თემურ ბოკუჩავა 1983 წელს, სოხუმში დაიბადა. ათი წლის ყმაწვილს მტერმა მშობლიური ქალაქი დაატოვებინა და დევნილობის მძიმე ხვედრი არგუნა.

თემური ვერც კი წარმოიდგენდა, რომ აფხაზეთის მეშვიდე სკოლა, სადაც ის სწავლობდა, წლების შემდეგ მისი სახელობის გახდებოდა...

2008 წლის ავბედით 8 აგვისტოს, მეუღლეს, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავას დაბადების დღე მიულოცა, თან დაამშვიდა და თითქოს დაუბარა კიდეც, შენში ვაჟკაცი გოგო იმალება და შვილს მიმიხედეო...

სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში თემური მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

ობლად დარჩენილი 2 თვის ალექსის დედამ, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავამ, თემურის დაღუპვის შემდეგ, მეორე ქვეით ბრიგადაში ქვეყნისათვის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, ალექსი 11 წლისაა, მამის სახელობის სკოლაში სწავლობს. ისიც, მამის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობს... სამხედრო სამსახურში მყოფ დედას ვაჟის ოცნების რეალობად ქცევაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

 



#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს

Facebook

2019-08-08 - 🌺 აგვისტოს ომის 11 წლისთავი სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ომის ამსახველი ფოტომასალებისა და ნამუშევრების გამოფენით და თემატური ღონისძიებებით აღინიშნა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს, ხსოვნის მემორიალთან, აგვისტოს დღეების ამსახველმა ფოტოქრონიკამ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტკივილიანი ფურცლები კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდა მსახიობთა მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია, რომელშიც მონაწილეობა თემურ ბოკუჩავას ვაჟმა, ალექსიმ, მიიღო.

ომის ქარცეცხლიანი დღეები და მებრძოლების თავდადება დეკანოზმა იოსებ ესაკიამ გაიხსენა.

2019 წლის 8 აგვისტო სენაკში, ნიშნად ქვეყნის გამთლიანებისა, სიმბოლურად, სანთლებით აკიაფებულმა, ერთიანი საქართველოს გამოსახულებამ დაასრულა.
 
#ჩვენგვახსოვს8აგვისტო
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს
 

2019-08-07 - სენაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა ალექსანდრე ჯანჯღავამ, საამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების’’ შენობა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაციის დაწყება სექტემბრის თვეშია დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის, ეზოს კეთილმოწყობისა და სხვა სამუშაოების განხორციელება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც, ნორჩ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო(DRC) ახორციელებს.

Facebook

2019-08-07 - 11 წელი აგვისტოს ომიდან...

11:00 საათი - ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობა - 9 აპრილის სკვერი

12:00 საათი - აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი - წმ. იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარი

20:00 საათი - ომის ქრონიკების ამსახველი ფოტო-გამოფენა, მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,მე მახსოვს 8 აგვისტო“, დაღუპულ გმირთა პატივის მისაგებად - სანთლების დანთება, ფრანების გაშვება - ხსოვნის მემორიალთან, 9 აპრილის სკვერი

დღის განმავლობაში - ფოტო-გამოფენა ,,აგვისტოს ომის ქრონიკები…’’ - ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, საჯარო ბიბლიოთეკა

Facebook

2019-08-07 - სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა

7 აგვისტოს, 23 საათზე, 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია.

სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.

2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, კაპრალი თემურ ბოკუჩავა გმირულად დაეცა. კაპრალი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.

სენაკელი მებრძოლები - თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდნენ მედლებით ,,მხედრული მამაცობისთვის“.

Facebook

2019-08-07 - მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა

7 აგვისტოს, 23 საათზე, 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია.

სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.

2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, კაპრალი თემურ ბოკუჩავა გმირულად დაეცა. კაპრალი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.

სენაკელი მებრძოლები - თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდნენ მედლებით ,,მხედრული მამაცობისთვის“.
 

2019-08-06 - 🌺11 წელი აგვისტოს ომიდან...

2019-08-05 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს:

2019 წლის იანვრიდან დღემდე, მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც, 6 თვის მანძილზე, 81 200 ლარი დაიხარჯა.

პირველად ამოქმედდა ბავშვთა კვების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის, 80 ლარის ოდენობით, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება. ამ ეტაპზე, აღნიშნული დახმარება ორმა ბენეფიციარმა მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 9 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 19 000 ლარი შეადგინა.

გრძელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამ ბენეფიციარს ფინანსური დახმარება გაეწია. 6 თვის მანძილზე, გაწეულმა დახმარებამ 6 600 ლარი შეადგინა.

იანვრიდან დღემდე, ჯანმრთელობაგაუარესებული 487 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 215 300 ლარი დაიხარჯა.

115 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.

სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ასი წლის ასაკის ორ მოქალაქეს 300-300 ლარი, 9 მაისს, სამამულო ომის სამ ვეტერანს - 500-500 ლარი, 26 მაისს - 15 ჩერნობილელს 100-100 ლარი გადაეცათ.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 24 მოქალაქეს, დიალიზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც პორველ და მეორე კვარტალში 17 900 ლარი შეადგინა.

315 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გაეწია უფასო მედიკამენტური დახმარება.

იშვიათი დაავადების მქონე შვიდმა მოზარდმა მიიღო კვარტალური დახმარება 350 ლარის ოდენობით.

52 მრავალშვილიან ოჯახს, 16 820 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.

დედ-მამით ობოლ სამ ბავშვზე გაიცა კვარტალური დახმარება 150 -150 ლარის ოდენობით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 67 ბენეფიციარს, 7 700 ლარის ფარგლებში, გაეწია დახმარება.

გარდაცვლილ დევნილ მოქალაქეთა და ომის ვეტერანთა 37 ოჯახს, 7 350 ლარის ფარგლებში, სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეპიდ.ზედამხედველობის, იმუნიზაციისა და პარაზიტოლოგიის კუთხით, 72 200 ლარის მომსახურეობა 8 500-მა ბენეფიციარმა მიიღო.

საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში, 64 სოციალურად დაუცველ ოჯახს, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციოდ საამშენებლო მასალები გადაეცა, რისთვისაც, იანვრიდან დღემდე, 90 600 ლარი დაიხარჯა.

Facebook

2019-08-03 - რეაბილიტაციის პროცესი საჯარო სკოლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა სენაკის მე-3 საჯარო სკოლის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის მერი უბნის მოსახლეობას შეხვდა. მათ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. მან, საუბრისას, მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭირო პროექტის - სკოლის რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ყოფილი მე-5 საჯარო სკოლის შენობას, რომელიც მშვიდობის ქუჩაზე მდებარეობს, სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ზურაბ მესხი აწარმოებს.

ახალი სასწავლო წლისთვის, მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მე-2 კორპუსი, წლების შემდგომ, ფუნქციონირებას სრული დატვირთვით განაახლებს.

#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#განათლებულიმომავალიერისხვალინდელიდღეა
#სენაკი2019

Facebook

2019-08-02 - 2 აგვისტო უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის მფარველი წმინდანის - ილია წინასწარმეტყველის და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა

2 აგვისტო უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის მფარველი წმინდანის - ილია წინასწარმეტყველის და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა.

ჩვენს სულიერ მამას, ერზე ლოცვასა და ზრუნვაში დამაშვრალ პატრიარქს, დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ვულოცავ ანგელოზის დღეს.

დღეგრძელობას, ჯანის სიმრთელეს, მისი სალოცავი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებასა და გაბრწყინებას ვუსურვებ.

ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს მამამთავრად და ერის ნუგეშად ჩვენი უწმიდესი!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი
 

2019-08-02 - სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

🎥სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

🎥სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ☑მალე, ქალაქს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე...

2019-08-01 - შეხვედრა აუდიტესკორტის ტექნიკურ ზედამხედველთა ჯგუფთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად შპს ,,თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“ ტექნიკურ ზედამხედველთა ჯგუფს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას, სადაც დეტალურად იქნა განხილული სენაკის მუნიციპალიტეტში - ქალაქად და სოფლად მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ედიკა ბერაია, ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი ხათუნა ჭანტურია ესწრებოდნენ.

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

Facebook

2019-08-01 - მოქალაქეების მიღება

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.
 
მოქალაქეებმა მერთან მათთვის საჭირბოროტო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
 
მსგავსი ხასიათის შეხვედრების დროს, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ხდება არაერთი პრობლემის განხილვა და გადაწყვეტა.
 
აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31